ფეხბურთი

16:54 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-იტიჰადს“ ბენზემას შემდეგ, მადრიდის „რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენა სურს

მადრიდის „რეალის" მცველი დავიდ ალაბა შესაძლოა საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადში" გადავიდეს - წერს Relevo.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ჩემპიონატის კლუბი მზადაა ავსტრიელ მცველს სეზონში დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ თავად ალაბა „რეალის" დატოვებას არ აპირებს და ევროპის საუკეთესო ტურნირებზე თამაშის გაგრძელება სურს. „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ასევე არ არის დაინტერესებული მცველთან განშორებით. ის ალაბას „რეალის" ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ხედავს.

ალაბა მადრიდის „რეალში" გასულ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში მცველმა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან ძალაშია 2026 წლის ივნისის ბოლომდე.

0.143177