ჭადრაკი

14:12 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ხორვატიაში ევროპირველობაზე

დღეს, 14 დეკემბერს, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში სტარტს აიღებს ევროპის ვაჟთა პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

14-15 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, ხოლო 16-17 დეკემბერს ელვისებურში.

ასპარეზობაზე საქართველოს სახელით, 2023 წლის ქვეყნის ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ბაადურ ჯობავა იასპარეზებს.

სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონატი 41 ქვეყნის 495 მონაწილეს შორის შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.

ბაადურ ჯობავა ასპარეზობის სასტარტო რეიტინგ-სიის მეოთხე ნომერია.

თამაშები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართება 41 ქვეყნის 626 მოჭადრაკეს შორი და ბაადურ ჯობავა სასტარტო რეიტინგ-სიის მე-11 საფეხურზე იმყოფება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114847