ფეხბურთი

10:48 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე მბაპეს უკმაყოფილების შესახებ

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის „დორტმუნდთან“ მატჩის (1:1) შემდეგ, გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს უკმაყოფილების შესახებ ისაუბრა.

„ჩვეულებრივია, რომ მოთამაშეები ნერვიულობდნენ, ჩვენ გვქონდა ხუთი შანსი, ხუთი ძალიან კარგი შანსი! როდესაც მოთამაშე ნერვიულობს იმის გამო, რომ მას სურს მეტი გოლის გატანა, მე ვერევი და ვამბობ: „დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ზედმეტი რისკის გარეშე“. როდესაც მატჩის შემდეგ ემოციები ჩაცხრება, დროა დავაფასოთ, რომ ეს შესანიშნავი კვალიფიკაცია იყო. ყველაზე რთული ჯგუფიდან“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს footmercato.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ მბაპე უკმაყოფილო იყო, სწრაფად გაიარა შერეული ზონა და გარკვეული დროის განმავლობაში ავტობუსში მარტო იმყოფებოდა.

0.12839