ფეხბურთი

10:07 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ გახდა მე-9 კლუბი, რომელმაც მოიგო ყველა მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

„მანჩესტერ სიტიმ“ 2023/2024 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ექვს მატჩში ექვსი მოგებით დაასრულა, გოლების საერთო სხვაობით 18:7.

ტურნირის ისტორიაში ეს მე-13 შემთხვევაა, როცა გუნდმა მაქსიმალური შედეგის ჩვენება მოახერხა. „მანჩესტერ სიტი“ გახდა მეცხრე კლუბი, რომელმაც ამ მიღწევას უწია და მეორე ინგლისში „ლივერპულის“ შემდეგ.

ერთი დღით ადრე ამ ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალური შედეგი მადრიდის „რეალმაც“ აჩვენა. ესპანურმა კლუბმა ექვსიდან ექვსი მატჩი გოლების სხვაობით 16:7 მოიგო.

შესაბამისად, ეს იყო ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალური შედეგის მიღწევის მე-12 შემთხვევა. მადრიდის „რეალი" უკვე მესამედ აღწევს ამ შდეგს - ისევე, როგორც „ბაიერნი".

11 წინა შემთხვევა, როდესაც გუნდებმა მოიგეს ექვსი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში: „მილანი“ (1992/1993 სეზონი, გოლების სხვაობა 11:1), პსჟ (1994/1995, 12:3), „სპარტაკი“ მოსკოვი (1995/1996, 15:4), „ბარსელონა“ (2002/2003, 13:4), მადრიდის „რეალი“ (2011/2012, 19:2), მადრიდის „რეალი“ (2014/2015, 16:2), მიუნხენის „ბაიერნი“ (2019/2020, 24:5), „აიაქსი" (2021/2022, 20:5), „ლივერპული" (2021/2022, 17:6), „ბაიერნი" (2021/2022, 22:3), „ბაიერნი“ (2022/2023, 18:2).

2023/2024 წლების სეზონი ბოლო იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელშიც ჯგუფური ეტაპი გაიმართა. მომავალი სეზონიდან გუნდები ძირითად რაუნდში შვეიცარიული გათამაშების სისტემით ფორმატზე გადავლენ.

0.122231