ფეხბურთი

1:30 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

6 წლის წინ ბურთის მიმწოდებელი იყო და გვარდიოლა არიგებდა, დღეს სადებიუტო გოლი გაიტანა

„მანჩესტერ სიტიში“ 20 წლის მიკა ჰემილტონს დებიუტი ჰქონდა, რომელმაც „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩში მე-19 წუთზე გოლიც გაიტანა.

ამ ბიჭის ისტორია ნამდვილად გამორჩეულია. სულ რაღაც 6 წლის წინ ის „ეტიჰად სთედიუმზე“ ბურთის მიმწოდებლად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს პეპ გვარდიოლამ იმ დროისთვის 13 წლის ჰემილტონს დარიგებაც მისცა, რათა „სიტის“ ფეხბურთელებისთვის ბურთი მას სწრაფად მიეწოდებინა.

ამ ამბიდან 6 წლის მერე კი მიკა ჰემილტონმა „მანჩესტერ სიტიში“ პირველი გოლიც გაიტანა და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ითამაშა.

0.121236