იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ენატრება, მაგრამ იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა მაინც სხვა გამოცდილებაა.
„დიახ, „ნაპოლი“ მენატრება, გუნდთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა, ფეხბურთი სწორედ ამ ურთიერთობით იყო შექმნილი. ახლა ცოტა მენატრება, მაგრამ ეროვნული ნაკრები მაინც ეროვნული ნაკრებია. უკვე რამდენჯერმე ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ნეაპოლში ისეთი დადებითი განცდები გამიჩინეს, როგორსაც არც ერთი ადამიანი იმსახურებს“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა.