ფეხბურთი

23:48 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა

ჩემპიონთა ლიგაზე G ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა. ბოლო ტური ამ ჯგუფში აბსოლუტურად არაფერს წყვეტდა, ორივე თამაში ფორმალობა იყო, რადგან ყველა ადგილი განაწილებული გახლდათ.

„მანჩესტერ სიტიმ“ ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“ სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო და მერვედფინალში უდანაკარგოდ, 18 ქულით გავიდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა სერბეთის ჩემპიონს, რომელმაც ჯგუფში კინკილა ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, 3:2 სძლია. სამიდან ორი გოლი 20 წლის დებიუტანტების, მიკა ჰემილტონის და ოსკარ ბობის აქტივშია. სხვათა შორის, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ექვსივე თამაში თავის ისტორიაში პირველად მოიგო.

„ლაიფციგმა“ შინ ბერნის „იანგ ბოიზი“ დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 და 12 ქულით მეორე ადგილი ერგო, ხოლო შვეიცარიის ჩემპიონს 4 ქულაც ეყო საიმისოდ, რომ თებერვლიდან ასპარეზობა ევროპა ლიგაზე გააგრძელოს.

„ცრვენა ზვეზდა“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰემილტონი (19), 0:2 ბობი (62), 1:2 ინ-ბომი (76), 1:3 ფილიპსი (85, პენ), 2:3 კატაი (90)

„ლაიფციგი“ – „იანგ ბოიზი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 შეშკო (51), 1:1 კოლი (53), 2:1 ფორსბგერგი (56)

1. მანჩესტერ სიტი 6 6 0 0 18 7 11 18
2. ლაიფციგი 6 4 0 2 13 10 3 12
3. იანგ ბოიზი 6 1 1 4 7 13 -6 4
4. ცრვენა ზვეზდა 6 0 1 5 7 15 -8 1
0.11498