იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მარცხენა მცველის არყოფნას განიცდის, პირველ რიგში კი, მარიო რუის, რომელიც მოედანზე ქართველს ძალიან კარგად ეხმარებოდა.
„კვარაცხელიას კრიზისი? სიმართლე ისაა, რომ ეს კრიზისი უფრო შორიდან იწყება, „იუვენტუსთან“ კი არ მომეჩვენა, რომ ცუდად ითამაშა. ალბათ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს ამ ბიჭისგან, რომელიც მაშინაც ახერხებს მეტოქეებისგან თავის დაღწევას, როცა 3 მეტოქე ეთამაშება. ის განიცდის მარიო რუის ნაკლებობას მოედანზე, რომელიც მისთვის ფუნდამენტური იყო. თამაშის ამჟამინდელი სისტემა მას არ ეხმარება“, - თქვა დე პაოლამ.