ნეაპოლური გამოცემა Area Napoli წერს, რომ „ნაპოლი“ – „ბრაგას“ მატჩზე იტალიური გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიაზე ბრაზობდა და მეტოქეებს მოუწოდებდა, ხვიჩასთვის რაღაც დაეშავებინათ.
„გულშემატკივარმა შეგვატყობინა სამარცხვინო ეპიზოდი, რომელიც მის გვერდით მყოფ ქომაგს ეხება. სტადიონზე მყოფმა იდიოტმა, რომელსაც გულშემატკივარს ვერც კი ვუწოდებთ, „ბრაგას“ მოთამაშეს უყვიროდა და ემუდარებოდა, რაღაც ცუდი გაეკეთებინა კვარასთვის. მოამტვრიე ფეხები კვარას! რატომ მიდის ასეთი ხალხი სტადიონზე და ამბობენ, რომ „ნაპოლის“ ფანები არიან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია“, - წერს Area Napoli.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.