რაგბი

21:37 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედი ჯონსი იაპონიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ედი ჯონსი, რომელიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელად განიხილებოდა, იაპონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და მხარეებმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ედი ჯონსისთვის იაპონია ძალიან ნაცნობია, რადგან 2012-2015 წლებში ამ ნაკრებს უკვე წვრთნიდა. საერთოდაც, დედამისი იაპონელია.

ჯონსი ბოლოს ავსტრალიის ნაკრებში მუშაობდა, მანამდე ინგლისის ნაკრების მწვრთნელიც იყო. სხვადასხვა დროს გამოცდილ სპეციალისტს არაერთ გუნდშიც აქვს ნამუშევარი.

0.114859