ფეხბურთი

19:55 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა "ულსანი" დატოვა

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსან ჰიუნდაი“ დატოვა. ეს ინფორმაცია ქართველმა ფეხბურთელმა თვითონ დაადასტურა, რომელიც სამხრეთკორეული კლუბის ფანებს დაემშვიდობა.

„მადლობა „ულსანის“ ფანებს იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჩემს მიმართ 3 წლის განმავლობაში გამოიჩინეს. მეც მიყვარხართ იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი სიტყვით შეიძლება ეს გამოიხატოს. ყველაფერი გავიღე „ულსანისთვის“ და ამიტომაც მოვახერხე თქვენთან ერთად ორჯერ ჩემპიონობა. სამი წელი, რომელიც ამ გუნდში, ლიგასა და ქვეყანაში გავატარე, ჩემთვის ძვირფასი იყო. იმედი მაქვს, ერთმანეთს ისევ შევხვდებით. მიყვარხართ და მადლობა“, - დაწერა ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში.

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ მაისურით 2020 წლიდან 132 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 35 გოლი გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელს მანამდე რუსთავის „მეტალურგში“, „ვიტესში“, „ლეგიასა“ და „სან ხოსეში“ აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 63 მატჩში კი 13 გოლი მიითვალა.

ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ყაზაიშვილი კარიერას დიდი ალბათობით ჩინურ „შანდონგში“ გააგრძელებს.

0.117201