ფეხბურთი

11:03 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ნაპოლიმ" კარგად ითამაშა, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდთან არ ვიცი, რა მოხდებოდა"

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ბრაგასთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვალტერ მაძარის დაცვის ხაზთან სერიოზული მუშაობა მოუწევს.

„კარგი „ნაპოლი“ ვნახეთ, მაგრამ ამ გუნდთან მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა, რადგან ძალიან ბევრ სახიფათო სიტუაციას იღებენ საკუთარ კართა. მწვრთნელს ამ ასპექტზე ძალიან ყურადღებით მუშაობა მოუწევს. სხვა, უფრო ძლიერ გუნდთან არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა თამაში. „ნაპოლი“ დროდადრო თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ დაცვა მოიკოჭლებდა. შარშან კიმმა დაცვის ხაზს მეტი თავდაჯერება შესძინა, დღეს კი დაცვას რაღაც აკლია“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ გამართავს.

0.128929