მოახლოვდა ფიბა ევროპის ქალთა თასის პლეი ოფი და ქართველ მსაჯებს და კომისარს მოწვევები მოუვიდათ. სანამ მათ განრიგს გაგაცობდეთ, 2 სიტყვით მიმოვიხილოთ, რა ტურნირზეა საუბარი. ქალთა ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც პლეი ოფში 32 გავიდა. 1/16 ფინალის საგზურები 12 ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასულმა 24-მა გუნდმა და პლუს 8 საუკეთესო მესამეადგილოსანმა მიიღო.
32 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში შემდეგნაირად დაწყვილდა. საერთო მაჩვენებლით საუკეთესო გუნდი უარესს შეხვდა და ასე მიყოლებით: მე-2 31-ეს, მე-3 30-ეს და ასე მიყოლებით. 1/16 ფინალი 2-მატჩიანია. გუნდები ჯერ ერთის მოედანზე ითამაშებენ, შემდეგ მეორისაზე და 2 მატჩის ჯანში საუკეთესო შედეგი ვისაც ექნება, 1/8 ფინალშიც ის გავა.
ქართველი მსაჯები და კომისარიც სწორედ ამ რაუნდის შეხვედრებს მოემსახურებიან. მიხაელ ვართანოვი და კირილე თვაური ერთ მატჩზე იმსაჯებენ, რომელიც ათნეში გაიმართება ადგილობრივ “პანათინაიკოსსა” და პოლონურ “გდინიას” შორის. რაც შეეხება კომისარ, მერაბ რატიშვილს, ის თურქეთის ქალაქ კეპეზში დანიშნულ მატჩს – ანტალია – ტანგო ბურჟი (საფრანგეთი) – მოემსახურება.
GBF.GE