„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შესაძენად ლონდონის „ჩელსიმ“ ფეხბურთელთა სახელფასო სტრუქტურას უნდა გადახედოს - წერს The Telegraph-ის ჟურნალისტი მეტ ლოუ.
წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ დაარწმუნოს ოსიმენი ან აივან ტონი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადავიდნენ, „ჩელსი“ იძულებული იქნება ისინი დიდი ფულით მიიზიდოს - კვირაში 116 ათას ევროზე ბევრად მეტით. ეს კი გამოიწვევს ფეხბურთელების სახელფასო სტრუქტურის გადახედვას.
24 წლის ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბრენტფორდის“ თავდამსხმელმა ტონიმ, გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა.