ფეხბურთი

1:31 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქული გუნდის პრეზიდენტმა მსაჯს სცემა (+VIDEO)

თურქული „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტი ფარუქ კოჯა „რიზესპორთან“ მატჩის შემდეგ მოედანზე შეიჭრა და მთავარი მსაჯი ჰალილ უმუთ მელერს სცემა.

ანკარელთა პრეზიდენტი არბიტრის გადაწყვეტილებებით იმდენად უკმაყოფილო დარჩა, რომ მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან მელერს მუშტი სახეში დაარტყა, აღსანიშნავია, წაქცეულ მსაჯს ფიზიკურად "ანკარაგუჯუს" კიდევ ორი წარმომადგენელი გაუსწორდა.

საბოლოოდ, თურქი არბიტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია, რა სასჯელი ელის ფარუქ კოჯას და „ანკარაგუჯუს“, მაგრამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

0.117999