ფეხბურთი

23:05 | 11.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაგას" მწვრთნელი: "ნაპოლისთან" ფინალის მსგავსი თამაშია, იმედია, ბევრ გოლს გავიტანთ"

„ბრაგას“ მთავარმა მწვრთნელმა არტურ ჟორჟემ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგან ეს ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება.

„გვინდა ხვალ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგაზე სამ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით. ხვალინდელი მატჩი ფინალს ჰგავს, რადგან ის გადაწყვეტს გავალთ თუ არა, მერვედფინალში, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ ღიაა, არც ევროპა ლიგის საგზურის ბედია გადაწყვეტილი. „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, შეგვიძლია ვიბრძოლოთ „ბრაგას“ ისტორიის წინსვლისთვის.

ამბიციურები უნდა ვიყოთ და მაქსიმუმისთვის ვითამაშოთ. მთელი კლუბი ერთიანი უნდა იყოს, მხოლოდ ასე შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ ბოლო 5 თამაში მოვიგეთ, „ნაპოლიმ“ ბოლო სამი წააგო, მაგრამ ისევ ძლიერი გუნდია, ვიცით იტალიის ჩემპიონის ძალა. ისიც ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ეს ამბიციას ვერ წაგვართმევს. საინტერესო მატჩი იქნება და იმედი გვაქვს, ბევრ გოლს გავიტანთ”, - თქვა ჟორჟემ.

შეგახსენებთ, რომ „ბრაგას“ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება.

0.12276