„ლევანტეს“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.
ქოჩორაშვილმა ტრავმა ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩში მიიღო და სამედიცინო გამოკვლევამ ბარძაყის დაზიანება აჩვენა. უცნობია, გიორგის გამოჯანმრთელების დრო, მაგრამ ვინაიდან ვალენსიელებს წელს 17 და 20 დეკემბერს, მხოლოდ ორი მატჩი დარჩათ გასამართი, დიდი შანსია, კლუბმა არ გარისკოს.
„ლევანტეს“ 2024 წელს პირველი თამაში 14 იანვარს, „ალბასეტესთან“ ექნება და ქოჩორაშვილის დაბრუნებაც ხსენებულ მატჩშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში სეგუნდა დივიზიონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.