„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ბრაგასთან“ მატჩის წინ ისაუბრა. მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი მალე დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში.
„კვარას წინააღმდეგ ორი მცველი ყოველთვის იმიტომაა, რომ მარცხენა მცველები გვაკლია. ნათანი ზოგჯერ ვერ ეხმარება შეტევის ფაზაში. გარდა ამისა, კვარა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ბუნებრივია, რომ გაუჭირდეს. თუმცა, ის ძალიან სერიოზული და ჭკვიანი ბიჭია და ვიცით, რომ მალე დაბრუნდება თავის დონეზე“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბრაგას“ მატჩი 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.