ფეხბურთი

18:20 | 11.12.2023 | ნანახია 1934 - ჯერ

შოთა არველაძე თურქული გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე „კარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა სპეციალისტმა ალფარსლან ერდემი შეცვალა, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის მაისიდან ავარჯიშებდა. კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არველაძესთან შეთანხმება მიღწეულია, შესაბამისად, მუშაობას შეუდგება, მისი დებიუტი კი 16 დეკემბერს, „ქაისერისპორის“ წინააღმდეგ შედგება.

შოთა არველაძე ბოლოს „ჰალ სიტიში“ მუშაობდა, ხოლო თურქეთში ის „ქაისერისპორის“, „ქასიმპაშას“ და „ტრაბზონსპორის“ თავკაცი იყო. მას ასევე გაუწვრთნია თელ ავივის „მაკაბი“ და ტაშკენტის „ფახთაქორი“. შოთა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 4 წელი თურქულ „ტრაბზონსპორში“ თამაშობდა.

„კარაგუმრუქი“ თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 ადგილზეა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:07 | 17.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

საინტერესო იქნება

00:07 | 17.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

წარმატებები შოთის

02:17 | 12.12.2023
alfadhirhaiti (7530)

აბა, შევხედავ თუ წაიყვანს 1 ფეხბურთელს მაინც კრისტალბეთ ლიგიდან. მაინცდამაინც არაბიძეს და ხვადაგიანს ნუ ეცემა, იქნებ უკეთესი ვარიანტები ჰქონდეთ.

23:51 | 11.12.2023
KoRBeN DaLLaS (24846)

სამწვრთნელო კარიერის ბოლომდე ალბათ ყველა თურქულ გუნდში მოასწრებს მუშაობას ))

22:49 | 11.12.2023
baxt (1836)

წარმატებები!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123339
სარეკლამო ადგილი - 99
X x X