ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შვედი კლუბის მენეჯმენტში დაიკავებს ადგილს, სადაც ხელმძღვანელობის უფროსი მრჩეველი იქნება სპორტულ და მარკეტინგულ საკითხებში. იბრა „როსონერის“ ბოსებს საჭირო კონსულტაციებს მისცემს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ჩემი სიყვარული „მილანის“ მიმართ არასდროს დასრულდება. ეს ჩემთვის სახლში დაბრუნებაა“, - თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ 2010-2012 და 2020-2023 წლებში 163 შეხვედრაში 93 გოლი გაიტანა, საფეხბურთო კარიერა კი გასული სეზონის ბოლოს დაასრულა.