ფეხბურთი

1:18 | 11.12.2023 | ნანახია 4599 - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო, აპოკალიფსი მოხდებოდა"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საჭიროა პრობლემებზე პატიოსნად საუბარი და ამჟამად ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთვის“ პრობლემად მიიჩნევს.

„ერთი წუთით ვცადოთ, გულწრფელად ვიფიქროთ: ამ ორ თვეში კვარაცხელიას ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო, გაიყვანდნენ მოედანზე, ძელზე ჩამოკიდებდნენ და ქვეშ ცეცხლს შეუნთებდნენ? მე მგონია, რომ ასე იქნებოდა.

რა შეფასებებს იმსახურებს ბოლო დროს მისი თამაში? მოდი გავიხსენოთ: „მილანთან“ 2:2-ზე გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვერ გაიტანა. „ემპოლისთან“ გოლის გაშვებამდე მას შეეძლო გატანა და ვერ გამოიყენა. მადრიდში 2:2-ზე შეეძლო გუნდი წინ გაეყვანა და არასწორი არჩევანი გააკეთა. „ინტერთან“ გათანაბრება შეეძლო, ზომერმა კარგი ბურთი აიღო, მაგრამ დარტყმა იკითხებოდა. „იუვენტუსთან“ მთელი კარი მის წინ იყო და მაღლა დაარტყა. რამდენი გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამ ბოლო პერიოდში?

ვფიქრობ, რომ კვარა გახდება ევროპის 5 საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი, მიყვარს, მისი სათამაშო მანერა ძველი ფეხბურთის გენიოსებს მაგონებს, მათ შორის ჯორჯ ბესტს, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო: თუ მოედანზე ყველაზე ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ცუდია და ასე იყო „ინტერსა“ და „იუვესთან“.

ეს არ არის ნამდვილი კვარა, აღარც ნამდვილი ოსიმენია. ამ ორმა ფეხბურთელმა სპალეტისთან ერთად სკუდეტო მოგვიტანა, მაგრამ ახლა მათმა გამოუყენებელმა მომენტებმა „ნაპოლი“ დააზარალა. კვარა თამაშში 6 მომენტს თუ გააფუჭებს, არავინ არაფერს ამბობს, მის ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო, აპოკალიფსი მოხდებოდა. ამიტომაც, შეფასებებში არაკეთილსინდისიერი ვართ. ამიტომაც, არ არის მართალი, რომ მერეტი და ნათანი ყველა მატჩში ყველაზე ცუდად თამაშობენ, ნათანს იმაზე უკეთესი სეზონი აქვს, ვიდრე პირველ წელს კულიბალის ჰქონდა“, - თქვა კიარიელომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ოთხჯერაც საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:42 | 11.12.2023
ძიუდოო123 (1282)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:54 | 11.12.2023
Ginóbili_20 (129)

დარწმუნებული ვარ კვარა გადალახავს ამ ფსიქოლოგიურ მომენტს. მილანთან გაცუდებების ბრალია ეს თემა, ესე იცის წაწყობა და მერე კიდე უფრო გირხევს ფსიქოლოგიურად, მილანდათნ რო გასულიყო ის გოლები დარწმუნებულები იყავით რო სულ სხვანაირი კვარა იქნებოდა ეხლა.

მარა ნიჩიო, ეგ გადალახვადია მაგაშიც დარწმუნებული ვარ, დიდი კლასი რო აქ და სასწაულად გრძნობს თამაშს ეგ ფაქტია და შეუძლებელია უბრალოდ რო ისეთმა მაღალი დონის ფეხბურთელმა როგორიც კვარაა ეგ კომპონენტი ვერ დახვეწოს.

ყველა დიდ ვარსკვლავს აქვს ეგრე ნამაზი მაგარი ბურთები, ასე რო არაუშავს. იგივე რონალდუც რა, რა ბურთებს მაზავდა იუნაიტედში არ გახსოვთ ? ლიგის ფინალშიც პენალტი რა ცუდად დაარტყა ჩელსისთან, კრისტინა მერე გახდა ის რაც დღესაა თორე, 22 წლის ასაკში სად იყო ეგეთი გოლავიკი.

22 წლისაა ჯერ კვარა და რეალურად 1 სეზონია გაატარა მანდ და ეგრევე რა მატჩები მოუწია, რა თამაშები, მილანთან მეოთხედფინალი და საჩემპიონო თამაშები სერია ა-ში და ყველაზე გამორჩეული იყო, იგივე იუვესთან თუნდაც ფლანგზე რეებს აკეთებდა იმ დღეს, მეჟდუნოგებისგან დატენა სასტავი.

იტოგში ცუდია რო ვერ გააქ მარა, ტრაგედია არაა, გაიტანს თან არაერთს ეგეთს. შეიძლება კარგიც კი იყოს ეს კვარასთვის ახლა რო კიდე უფრო მეტად მოინდომებს და არ მოდუნდება.

14:28 | 11.12.2023
dubligi (1492)

კვარას პრობლემა, ჩემი აზრით ფსიქოლოგი რომ გჭირდება ეგაა..რატომ ვფიქრობ ესე, იმიტო რომ წინა სეზონში კვარამ გოლები გაიტანა, რა ვიცი წლებია ფეხბურთს უყურებ და შემთხვევით ეგეთი გოლები, პასები არ ხდება...ერთი წლის წინ ნიჭი გქონდა და გაუქრა? და თუ ეს ვერსია არაა,
მაშინ ესეთი პონტია, ლიგაზე დიდი პრემიები ელოდებადათ შარშან და იმ პენალტის მერე რაღაც მოხდა გასახდელში (თუ გახსოვთ, იყო ამაზე ნიუსები ინტერნეტში..ხოდა ან დაიჩაგრა და ვეღარ თამაშობს, ან დაიბოღმა და ძალით აღარ თამაშობს...აბა სხვა ლოგიკური ახსნა მე ვერ ვიპოვე

14:16 | 11.12.2023
Kobe Bean (21723)

პენო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გამტანი ფეხბურთელია,ყველაზე სახიფათო გამტანია.ვერანაირი გერდ მიულერი ან სხვა ფორვარდი ვერ მივა პენოს საგოლე ალღოსთან.პლუს იცის შესრულება და საჯარიმოში ნაღდი ქილერია ტიპი.დაბალი-მაღალი ბურთი რაც არ უნდა ჩაუწოდე ყველაფერზე აპასნია.მაღალია რასაც მშვენივრად იყენებს თავით თამაშისთვის,დასწრებაზეც სუპერია,ორივე ფეხით ასრულებს მომენტს.მე მართლა მიკვირს მესი როგორ გაყვა მაგას თანაბრად გოლების რაოდენობით.პენოს ყველა თამაშში შეეძლო 2-3 გოლის გატანა მარტო საჯარიმოში ტრიალითაც კი

14:05 | 11.12.2023
Kobe Bean (21723)

კრისტინას ვაკრიტეკებთ ხოლმე ბევრი(მეც მათ შორის) რომ აი ცარიელ კარში გაიტანა,რა გოლი ეგ იყო,ტაპინი შეაგდო,მაგას მეც გავიტანდი და ასე შემდეგ ხო,მაგრამ სხვა ფეხბურთელებს რომ უყურებ კაცი,ხედავ რომ იმ სხვა ფეხბურთელებს მასეთი ასპროცენტიანი მომენტებიც ვერ გააქვთ.მანდ იგრძნობა პენოს კლასი,ანუ შესრულება რომ იცის.თითქოს მარტივი გასატანია პენოს გოლების ნახევარი მაგრამ სხვებს ის მარტივიც ვერ გააქვს.აიღოს მაგალითი პენოსგან რომლის ქომაგიცაა და ისწავლოს შესრულება

14:01 | 11.12.2023
Kobe Bean (21723)

წინა სეზონში მილანთან ლიგაზე გაფუჭებული მომენტების შემდეგ დაიწყო ეს პრობლემები და დღემდე არ დამთავრდა.მართლა ძაან ბევრ მომენტს აფუჭებს,ასპროცენტიან გასატან გოლებს.არ ვიცი რისი ბრალია,უკლასობის,ფსიქოლოგიის თუ სხვა რამის,მაგრამ ფაქტია რომ კვარამ მართლა ბევრჯერ დაღუპა ნაპოლი.თუ არ გამოასწორა,მაშინ დიდი კლუბები დიდად აღარ დაინტერესდებიან და შემორჩბა ნეაპოლს,თან ისევ სასაცილო 1 მილიონ ხელფასზე

08:32 | 11.12.2023
Mr_gr (1404)

გაბედეს და დაიწყო. მე ვთვლი რომ კლასი არ აქვს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12743