კალათბურთი

23:19 | 10.12.2023 | ნანახია 592 - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13 ქულა "ოლიმპია მილანოსთან"

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ვირტუსი“ სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 80:82 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 14-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

„ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებით და წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 დეკემბერს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:26 | 11.12.2023
qomagi (1575)

მაკაბისთან მატჩის შემდეგ, ეტყობა გადაიღალა ჩვენი კაპიტანი. 14-დან 5 ორქულიანი ძალიან დაბალი პროცენტია.

0.126843