ფეხბურთი

21:40 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა, "გრანადა" - "ბილბაო" შეწყდა და გადაიდო

ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩი „გრანადასა“ და „ბილბაოს“ შორის შეწყდა, საბოლოოდ კი გადაიდო.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, რადგან გულის შეტევა დაემართა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მთავარ მსაჯს მომხდარის შესახებ „ბილბაოს“ მეკარემ, უნაი სიმონმა აცნობა და თამაში 22-ე წუთზე შეწყდა. ტრაგიკული მოვლენის შემდეგ გუნდები ლა ლიგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ მატჩი არ გაგრძელდებოდა და გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115132