„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ერლინგ ჰოლანდს ტრავმა აქვს.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, არ იციან, როდის შეძლებს ნორვეგიელი თავდამსხმელი თამაშს.
„თამაში არ შეუძლია. არ ვიცი, რამდენი ხანი დარჩება ლაზარეთში, კირიდან კვირამდე, დღითიდღე დავაკვირდებით, ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა გვარდიოლამ.
ჰოლანდმა დაზიანება „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და „ლუთონთან“ დღეს არ უთამაშია. „სიტის“ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი.