ფეხბურთი

15:04 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

„სამტრედია“ 2024 წლის სეზონს ეროვნულ ლიგაში გაატარებს. იმერულმა გუნდმა პლეი-უტში „გარეჯთან“ ორმატჩიანი დუელი მოიგო.

პირველი შეხვედრა დიმიტარ კაპინკოვსკის გუნდმა შინ 4:1 გაიმარჯვა, შედეგად, ხელშესახები უპირატესობა მოიპოვა, რომელიც საგარეჯოში მძიმედ, მაგრამ მაინც შეინარჩუნა.

საპასუხო თამაშიც „სამტრედიამ“ კარგად დაიწყო და მერვე წუთზე ზვიად ნაჭყებიას გოლით დაწინაურდა. თუმცა, პირველივე ტაიმში ლაშა უგრეხელიძისა და გიორგი პაპუაშვილის გოლებით მასპინძლები წინ გავიდნენ. 47-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა სტუმრებს მესამე გოლიც გაუტანა და „გარეჯს“ ერთი გოლიღა რჩებოდა ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად. საამისოდ, კახელებს დროც ბევრი ჰქონდათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

„სამტრედია“ 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „გარეჯმა“ კი ჯერ ეროვნულ ლიგა 2-ში გაუშვა ხელიდან დიდი უპირატესობა, ახლა პლეი-აუტიც წააგო და მომდევნო სეზონს ისევ ქვედა ლიგაში გაატარებს.

„გარეჯი“ – „სამტრედია“ 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 ნაჭყებია (8), 1:1 უგრეხელიძე (14), 2:1 პაპუაშვილი (36), 3:1 ხარებაშვილი (47)

0.119582