„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს ძალიან მცირე სათამაში დროს აძლევს. ასეთ სიტუაციაში კი, კალათბურთელებს სათამაშო პრაქტიკისთვის NBA-ის განვითარების ლიგაში უშვებენ. „სპურსის“ ფარმ-კლუბი „ოსტინია“, რომელმაც ბოლო მატჩში „ტეხასი“ 124:122 დაამარცხა.
ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ქართველი ფორვარდის დამსახურებაა. მამუკელაშვილმა ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 22 მოხსნა. სრული სტატისტიკა ასეთი იყო: სანდრომ 13-დან 5 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა 4 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა.
„ოსტინს“ 27 ქულა ბლეიქ ვესლიმ შეაშველა, ხოლო 26 – დომინიკ ბარლოუმ.
5 მოგებითა და 6 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი სამხრეთის დივიზიონში მე-6 ადგილზე იმყოფება.