პრემიერლიგის მე-16 ტურის შაბათის სათამო დღის გვიან მატჩში, „ასტონ ვილამ“ „არსენალი“ 1:0 დაამარცხა. ამისდაკვალად, ლიდერად ისევ „ლივერპული“ დარჩა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე „კრისტალ პალასს“ სტუმრად 1:2 სძლია.
ეს ბირმინგემული კლუბის ზედიზედ მე-15 საშინაო გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში. მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. მათმა დამრიგებელმა, უნაი ემერიმ, მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა.
ახლა „ასტონ ვილას“ 16 მატჩის შემდეგ 35 ქულა მოუგროვდა, მესამე პოზიცია ხომ გაიმყარა და ლიდერს მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩება.
ერთადერთი გოლი მატჩის მე-7 წუთზე მათმა შოტლანდიელმა კაპიტანმა, ჯონ მაკგინმა გაიტანა.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-16 ტური. 9 დეკემბერი: კრისტალ პალასი - ლივერპული 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი - ბორმნუთი 0:3, ბრაიტონი - ბარნლი 1:1, შეფილდ იუნაიტედი - ბრენტფორდი 1:0, ვულვერჰემპტონი - ნოტინგემ ფორესი 1:1, ასტონ ვილა - არსენალი 1:0