ფეხბურთი

22:20 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ჯერარდის რეკორდი გააუმჯობესა

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, მოჰამედ სალაჰმა, გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, სტივენ ჯერარდის რეკორდი მოხსნა და პრემიერლიგის ისტორიაში მერსისაიდერელთა ლიდერი გახდა „გოლი+პასის" სისტემით.

ეგვიპტელმა ინგლისის პრემიერლიგაში „წითლების“ შემადგენლობაში 234 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 148 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა

სალაჰი ეგვიპტური „ალ-მოკავლუნის“ აღზრდილია, საიდანაც ის ჯერ „ბაზელში“ შემდეგ კი „ჩელსიში“ გადავიდა, იქ თამაში ვერ აეწყო, ამიტომ იჯარით წავიდა „ფიორენტინასა“ და „რომაში.“

რომაულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ იტალიელებმა სალაჰის ყიდვა გადაწყვიტეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მოჰამედი იურგენ კლოპის გუნდს შეუერთდა.

ამ დროისთვის, პრემიერლიგის 16 მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ 37 ქულით პირველ ადგილზეა.

0.119423