ფეხბურთი

21:39 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა" „ბეტისთან“ დაკარგა ქულები

დღეს, 9 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მატჩში სევილიის „ბეტისმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

53-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩაჭრა, ბურთი ბრაიმ დიასს გადასცა, საჯარიმოში საპასუხო გადაცემის მისაღებად შეიჭრა და ანგარიში გახსნა.

66-ე წუთზე კი არიელ რუიბალმა გაათანაბრა - 1:1.

16 მატჩის შემდეგ 39 ქულით „რეალი“ ცხრილის ლიდერია. 26-ქულიანი „ბეტისი“ კი მე-7 ადგილზე დგას.

„რეალი“ ცხრილის სათავეში მინიმუმ კვირა საღამომდე დარჩება. 10 დეკემბერს „ბარსელონა“ „ჟირონას“ უმასპინძლებს და სტუმართა წარმატების შემთხვევაში ისინი „რეალს“ კვლავ გადაუსწრებენ.

0.123024