ფეხბურთი

21:09 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი" „ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

დღეს, 9 დეკემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩები იმართება. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა (სტუმრებს კიდევ ერთი გოლი გაუუქმეს).

შეხვედრის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე დომინიკ სოლანკემ გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე ფილიპ ბილინგიმა სტუმრების უპირატესობა გააორმაგა. მალევე, 73-ე წუთზე, მარკოს სენესიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 0:3.

"წითელმა ეშმაკებმა" ისტორიაში პირველად წააგეს შინ "ბორნმუთთან."

ამ მატჩის შედეგის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 27 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე დარჩა. პრემიერლიგის მომდევნო მატჩში, 17 დეკემბერს, წითელი ეშმაკები ლიდერ „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან.

თავის მხრივ, „ბორნმუთმა“ ინგლისის ჩემპიონატში მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ 19 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე ავიდა.

დღის მთავარი მატჩი მოგვიანებით გაიმართება: „ასტონ ვილა“ „არსენალს“ უმასპინძლებს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-16 ტური. 9 დეკემბერი: კრისტალ პალასი - ლივერპული 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი - ბორმნუთი 0:3, ბრაიტონი - ბარნლი 1:1, შეფილდ იუნაიტედი - ბრენტფორდი 1:0, ვულვერჰემპტონი - ნოტინგემ ფორესი 1:1, ასტონ ვილა - არსენალი მოგვიანებით გაიმართება

0.113408