ბოსნიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ველეზ მოსტარმა“ სტუმრად „ზელეჟნიჩარი“ 1:0 დაამარცხა, გოლი კი გიორგი გულიაშვილის აქტივშია.
ქართველმა ფორვარდმა მატჩის ბედი 66-ე წუთზე გატანილი გოლით გადაწყვიტა. გიორგისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლია (13 მატჩში). „ველეზ მოსტარი“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 დეკემბერს, „იგმანს“ უმასპინძლებს.