გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩში, ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და მეტოქე 5:1 დაამარცხა. ეს გამადგურებელი მარცხი მიუნხენელებისთვის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მეორე გახლდათ.
დუბლი მიითვალა ფრანგმა დინა ებიმბე. ანგარიში ეგვიპტელმა ომარ მარმუშმა გახსნა (მან ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა), თითოც ჰუგო ლარსონმა და ანსგარ კნაუფმა გაიტანეს. სტუმართაგან ეთადერთი გოლი იოზუა კიმიხმა შეაგდო.
ბოლოს „ბაიერნი“ სამი ბურთის სხვაობით 2023 წლის 12 აგვისტოს გერმანიის სუპერთასზე დამარცხდა „ლაიფციგთან.“ მაშინ ლაიფციგელთა ფორვარდმა დანი ოლმომ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
1:5 კი „ბაიერნმა“ მანამდე ოთხი წლის წინათ წააგო... მაშინაც „აინტრახტთან.“
ახლა „ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. თომას ტუხელის გუნდმა 14 მატჩიდან 32 ქულა დააგროვა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-14 ტური. 9 დეკემბერი: აინტრახტი - ბაიერნი 5:1, ვერდერი - აუგსბურგი 2:0, ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 0:1, უნიონი - გლადბახი 3:1, ჰაიდენჰაიმი - დარმშტადტი 3:2, დორტმუნდი - ლაიფციგი მოგვიანებით გაიმართება.