ფეხბურთი

20:07 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოკომოტივმა რუსთავი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

„ლოკომოტივისთვის“ 2023 წლის სეზონი დასრულდა. ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი აუტის საპასუხო შეხვედრაში „რკინიგზელები“ „რუსთავთან“ სტუმრად 3:4 დამარცხდნენ, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 7:4 გაიმარჯვეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

„ფოლადის“ სტადიონზე თორნიკე მოლაშვილისა და ნიკოლოზ ბაშელეიშვილის გოლებით „ლოკომოტივმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში „რუსთავმა“ შეუტია და 48-ე წუთზე ნიკა ტოროშელიძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა „ლოკომ“ კიდევ ერთი გოლი მალევე გაიტანა, თავის გამოჩენა ლაშა ოზბეთელაშვილმა შეძლო.

ნიკა ჯაფარიძემ 80-ე წუთზე რუსთაველებისთვის მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს იუტა ნაკანომ დუბლი შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:3 „რუსთავის“ სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ მატჩში „ლოკომოტივმა“ ბიძინა მახარობლიძისა და ლაშა ოზბეთელაშვილის დუბლებით 4:0 მოიგო.

ასე რომ, 2024 წლის სეზონს თბილისის „ლოკომოტივი“ კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩაატარებს.

fcloco.ge

0.115385