აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-16 ტურში „კაპაზმა“ სტუმრად „გაბალა“ 3:0 დაამარცხა, გიორგი პაპუნაშვილმა კი დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე თავი მეორედ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ის მოედანზე 89-ე წუთამდე იყო, გოლებს შორის კი საგოლე პასიც მიითვალა. ასევე საგოლე გადაცემა მიითვალა მათე კვირკვიამ, რომლის პასით შეძლო პაპუნაშვილმა მესამე გოლის გატანა. კვირკვია 83-ე წუთზე შეცვალეს და მან ყვითელი ბარათიც მიიღო.
პაპუნაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, „კაპაზი“ კი 13 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.