„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვზე „ფროზინონესთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც ხორვატმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი მცველით აღტაცებულია და მის გამო ყველაფერს გაიღებს.
„მას გიჟური მენატლიტეტი აქვს. ის ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, ვის გამოც ყველაფერს გავიღებდი. ვფიქრობ, ნაბიჯებს წინ დგამს, ყოველდღე გაუმჯობესება სურს და ეს არ არის ადვილი, როცა თამაში არ გიწევს. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში დაგვეხმარება. ძალიან ბედნიერი ვარ მისით. კმაყოფილი ვარ, თუ როგორ უმკლავდება ამ გამოცდილებას, სადაც სხვა ტიპის ფეხბურთია და შეიძლება იყოს სირთულეებიც. დარწმუნებული ვარ, მისი საქმისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე მაქსიმუმის გაკეთებას შეძლებს“, - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. „ფროზინონეს“ და „ტორინოს“ მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აღმაშფოთებელია რაც რუსულენოვან რაგბის საიტზე rugger.info -ზე ხდება ამ დღეებში. თელ-ავივის გუნდთან ენისეი-სტმ წაგების შემდეგ რუსული ჭკუა დაკარგული ფანობა პირდაპირ ლანძღვაზე და ეთნიკური სახის შეურაცხობაზე გადავიდნენ. ჯერ იმას განიხილავდნენ, რომ საქართველო და ისრაელი აზიააო და რატომ თამაშობენ ევროპაშიო და პარალერულად ღირსების შემლახავი სიტყვებით "ამკობენ" ჩვენს ერს. მე, არ ვარ ამ საიტის გამომწერი, მაგრამ დრო და დრო შევდივარ ხოლმე და ვკითხულობ სტატიებს და გულშემატკივრების კომენტარებს. მახსოვს როგორი "პრინციპულობით" რეაგირებდა ხოლმე საიტის ადმინისტრაცია, როცა ქართველი საიტის გმომწერები რუსი გუშემატკივრის თავხედურ კომენტარებზე საპასუხოდ ოკუპაციის თემაზე და რუსულ შოვინიზმზე ჩამოაგდებდნენ ხოლმე საუბარს. მაშინვე ადმინის მიერ გაფრთხილება მოყვებოდა ხოლმე; რომ ეს რაგბის საიტია და არა სარაგბო თემებზე საუბრისგან და ერთმანეთის შეურაცხმყოფელი მიმართვებიდან თავი შეეკავებინათ, თორემ სიტს დაატოვებინებდნენ. შედეგად, rugger.info -ს შეფარული შოვინიზმის და ტენდეციურობის გამო ბევრმა ქართველმა დატოვა საიტი. ორი დღეა ვაკვირდები, მაგრამ საიტის ადმინისტრაცია ყურსაც არ იბერტყავს მათ საიტზე ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელ განნცხადებებზე. მოვითხოვ, თუ ეროვნული ღირსება კიდევ შერჩენია შესაბამის სტრუქტურებს დაბლოკილი იქნეს ეს საიტი და ქართულმა მხარემ ყველანაირი თანამშრომლობა შეწყვიტოს ამ ფაშისტურ საიტთან. ამავე დროს მივმართავ rugger.info -ს ქართველ გამომწერებს დატოვონ ეს საიტი და ეს ფაშისტური პუბლიკა მარტო თავის თავთან. კმარა, გეყოფათ ამდენი შეურაცხობის მოთმენა ! ! !