ფეხბურთი

3:00 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "კვარას არ ეხმარება ის ფაქტი, რომ ფლანგზე მარცხენა მცველი არ ჰყავს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და მარცხს არ იმსახურებდა.

„ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, დომინირებდნენ თამაშში და „იუვე“ აიძულეს თითქმის მთელი მეორე ტაიმი საკუთარ საჯარიმოში ყოფილიყვნენ. ვფიქრობ, თუ ასე ვითამაშებთ, შეგვიძლია ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგოთ. შეცდომა მხოლოდ ის დავუშვით, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. კვარაცხელიას წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ როდესაც რაღაც არ მიდის, არ მიდის, ასეთი მომენტები ფეხბურთში არის, ახლა უარყოფით პერიოდი გვაქვს, მაგრამ თუ ამ გზას გავაგრძელებთ, შეგვიძლია ყველაფერი გამოსწორდეს.

კვარაცხელია? ეს ყველას ეხება: როდესაც გუნდი იგებს, რომელიც არ არის შეჩვეული ტიტულების მოგებას, მომდევნო წელს საწინააღმდეგო პრობლემებს ხვდები. მეტოქეები გსწავლობენ, შენს თავს მშვიდად ვეღარ გამოხატავ, როგორც ადრე, მაგრამ კვარა ძლიერი ბიჭია. მარცხენა მცველი არ გვყავს და ეს სიტუაცია მას არ ეხმარება, რადგან არ ჰყავს ფლანგზე ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს მოაცილებს. ძანოლის გამოსვლის შემდეგ მისთვის მოედანზე სიტუაცია უფრო გაუმჯობესდა.

პრობლემები გვაქვს, ასე რომ არ იყოს, მე არც დამიძახებდნენ. დღეს გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. დღითიდღე მაქსიმუმს ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სიტუაცია გამოსწორდება“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მესამედ წააგო, სერია A-ში კი მეორედ და 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე „აძური“ 12 დეკემბერს, „ბრაგას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში შეხვდება.

0.114669