ფეხბურთი

2:05 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, "ვალენსია" მაინც დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილმა წაგებისგან ვერ იხსნა.

ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ. გიორგიმ 5 დარტყმა მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგამ დამსახურებულად აღიარა. სწორედ მამარდაშვილის დამსახურება იყო, რომ კაცნაკლული „ღამურები“ 87-ე წუთამდე არ მარცხდებოდნენ, მაგრამ ბორხა მაიორალის დარტყმას გიორგიმ ვეღარაფერი მოუხერხა. „ხეტაფემ“ 1:0 გაიმარჯვა.

მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 21 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა. ის ლა ლიგამ მეორედ დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ რუბენ ბარახას გუნდმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა.

0.143671