კალათბურთი

2:03 | 9.12.2023 | ნანახია 0 - ჯერ

შენგელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, "ვირტუსმა" "მაკაბი" დაამარცხა

ევროლიგის მე-13 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" თელ ავივის "მაკაბის" უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით - 100-90 დაამარცხა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ანგარიშიც 49:49 დაფიქსირდა, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდში იტალიური გუნდი უკეთესი იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.

"ბოლონიას" რიგებში კვლავ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 33:52 წუთი გაატარა, რა დროშიც: 27 ქულა, 8 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა გამოიმუშავა. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და შესაბამისად მატჩის MVP გახდა. შენგელიამ 13-დან 10 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

დამარცხებულთა გუნდიდან 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ბრაუნს, ხოლო ბოლონიელთაგან 22 ქულა მარკო ბელინელიმ მიითვალა. აღსანიშნავია რომ ბოლონიელთა რიგებში ჩაგდებული ქულების ნახევარი, სწორედ შენგელიას და ბელინელის ანგარიშზეა.

"ვირტუსს" 9 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს, თორნიკეს ყოფილ კლუბთან "ბასკონიასთან" სტუმრად ჩაატარებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:46 | 30.03.2022
lagashi (6738)

1 მატჩიანი პლეი-ოფები რატომ? ქემაინც ნეიტრალურზე ყოფილიყო ეგ 1 მატჩი თუ ასეა

01:25 | 30.03.2022
alfadhirhaiti (7530)

Poland Based.

0.063891