ფეხბურთი

23:00 | 8.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მიჭირს ფილიპსისთვის დროის მიცემა, გუნდში დიდი კონკურენციაა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კალვინ ფილიპსის უთამაშებლობაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის რთულია ინგლისელ ნახევარმცველს სათამაშო დრო მისცეს, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა.

„არ ვიცი, წავა თუ არა იანვარში გუნდიდან. მას სწორი ხასიათი აქვს, ვწუხვარ, რომ ბევრ სათამაშო დროს ვერ ვაძლევ, მაგრამ ვუყურებ ჩემს გუნდს და ვირჩევ ვინ ითამაშებს, კალვინისთვის დროის მიცემა კი კონკურენციის გამო მიჭირს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ კალვინ ფილიპსი „მანჩესტერ სიტიმ“ 2022 წელს „ლიდსიდან“ შეიძინა, მაგრამ ინგლისელმა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და დღემდე მხოლოდ 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, უმეტესწილად შეცვლებზე.

0.108861