საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთა სპარინგი არ შედგება. თითქოს, დაგეგმილი იყო „ბორჯღალოსნების“ სტუმრობა ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზაფხულის ტესტ-მატჩების განრიგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო არ ფიგურირებს.
სამხრეთ აფრიკა 6 ივლისს ირლანდიას, 13 ივლისს, ისევ ირლანდიას, ხოლო 20 ივლისს, პორტუგალიას შეხვდება. სწორედ პორტუგალიელები გაეჯიბრებიან აფრიკელებს საქართველოს ნაცვლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამხრეთ აფრიკაში სტუმრობაზე მედია აქტიურად წერდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.