ფეხბურთი

16:58 | 8.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი პრემიერლიგაში ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ერიკ ტენ გაგი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” ხელმძღვანელობს, ნოემბერში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ამის შესახებ ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ნოემბერში მანკუნიელებმა სამ მატჩში 9 ქულა დააგროვეს. მათ იზეიმეს გამარჯვება „ფულჰემთან“ (1:0), „ლუტონთან“ (1:0) და „ევერტონთან“ (0:3). "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ნოემბრის განმავლობაში კარი მშრალად შეინარჩუნა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ეს ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა (წინა ორი 2022 წლის სექტემბერში და 2023 წლის თებერვალში იყო). „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონმა მოიგო ეს პრიზი უფრო ხშირად (27-ჯერ).

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერის“ მცველი ჰარი მაგუაირი აღიარეს.

0.128291