ფეხბურთი

14:21 | 8.12.2023 | ნანახია NaN - ჯერ

Corriere Dello Sport: ფედეს და კვარას საღამო

დღეს, სერია A-ს მე-15 ტურში „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას და ფედერიკო კიეზას დუელი იქნება.

„ფედეს და კვარას საღამო: ერთი წლის წინანდელთან შედარებით ახლა სრულიად განსხვავებული ამბავია: „ბიანკონერი“ საკუთარ თავში დარწმუნებულია, ხოლო, „აძური“ საკუთარი თავის ძიებაშია. ნახევარდაცვაში ნეაპოლელთა ტექნიკა და „იუვენტუსის“ სოლიდარობა ერთმანეთს დაუპირისპირდება. „იუვე“ ეყრდნობა კიეზას და შჩესნის წინ დაცვით კედელს, ხოლო „ნაპოლი“ ფსონს დადებს კვარას გამონათებებზე და ფლანგებიდან ოსიმენზე პასებზე“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:10 | 06.10.2019
ogafa (10220)

ყოჩაღ წარატებები

22:05 | 06.10.2019
Levan911 (2406)

კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.

0.069465