„დინამო თბილისის“ შემტევი ნახევარმცველი უსმანე კამარა უკრაინული „ჩერკასის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, პრემიერლიგის ახალწვეული მზადაა 150 ათას ევროზე ცოტათი მეტი გადაიხადოს გვინეელ ფეხბურთელში, რომელსაც თავის მხრივ უკრაინაში გადასვლაზე ფიქრისთვის დრო სჭირდება, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო წასვლა არ სურს.
უსმანე კამარამ 2023 წელს „დინამოს“ მაისურით 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ის გორის „დილაშიც“ თამაშობდა, სადაც თავი კარგი თამაშით გამოიჩინა.