ფეხბურთი

20:05 | 7.12.2023 | ნანახია NaN - ჯერ

პროკურატურამ პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მოითხოვა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას წინააღმდეგ ანტიდოპინგურმა პროკურატურამ 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მოითხოვა.

მას შემდეგ რაც საქმე შეისწავლეს, გადაწყდა, რომ ფრანგი ნახევარმცველი ფეხბურთიდან დიდი ხნით ჩამოშორებას იმსახურებს. პოგბას 20 აგვისტოს, „უდინეზე“ – „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ სხეულში აკრძალული პრეპარატი, ტესტოსტერონი აღმოაჩნდა. ფრანგს ხსენებულ შეხვედრაში არ უთამაშია.

პოგბა სექტემბრიდან მოყოლებული მოედანზე არ გასულა, 4-წლიანი დისკვალიფიკაცია თუ დაუდასტურდა, ეს პრაქტიკულად მისი კარიერის დასასრულს ნიშნავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.057801
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}