იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დღეიდან ნეაპოლის საპატიო მოქალაქეა. ეს წოდება 64 წლის სპეციალისტს ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ მიანიჭა.
სპალეტიმ ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მიმართა:
„ღმერთო ჩემო, რა პასუხისმგებლობა მომანიჭეთ! მადლობას ვუხდი მერს და მთელ საკრებულოს, რომ ჩემი დაჯილდოება სურდათ. ეს ეძღვნება ჩემს შტაბს, ტექნიკურ პერსონალს, ექიმებს, მასაჟისტებს, მძღოლებს, ყველა ადამიანს, ვინც გასულ სეზონში ჩემთან ერთად მუშაობდა. მადლობას ვუხდი კრისტიანო ჯუნტოლის და მის თანამშრომლებს, აურელიო დე ლაურენტისს და მთელ კლუბს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებიც გასული სეზონის სილამაზის მთავარი შემოქმედები არიან. ჩემი ემოცია ენით აღუწერელია, არ ვიცი, ამ ყველაფერს ვიმსახურებ თუ არა, რადგან არც ერთი რიგით მოკვდავი არ იმსახურებს იმას, რასაც ნეაპოლელები მაძლევენ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონი ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში მოიგო და ეს „აძურისთვის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სკუდეტო იყო.