„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „შეფილდ იუნაიტედის“ მატჩი შემდეგ ჟურნალისტ მარკუს ბეკლანდს გაუბრაზდა.
მან გერმანელ სპეციალისტს ირონიულად ჰკითხა, რომ „კრისტალ პალასთან“ მატჩი მისთვის „საყვარელ დროსაა“ ჩანიშნული, რაზეც კლოპი გაბრაზდა:
„ასეთ ხუმრობას გამბედაობა სჭირდება და თუ ამას აკეთებ, თავხედი ხარ. ახლა სახლში მივდივართ, არ ვიცი, ზუსტად რომელ საათზე ჩავალთ, ალბათ ღამის 1-2 საათზე და შემდეგ ისევ ვითამაშებთ. „კრისტალ პალასმაც“ დღეს ითამაშა, ასე რომ, არა უშავს. შენ არ გესმის ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში მუშაობ, ამიტომ, ვერ ვხდები, რატომ უნდა აგიხსნა“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 2 ქულით ჩამორჩება.