„ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ განმარტა, თუ რატომ აირჩია ეს კლუბი სამწვრთნელო კარიერის გასაგრძელებლად.
„ გერმანია კარგი ადგილია სამწვრთნელოდ. იტალია თუ საფრანგეთი? არ ვიცი, პრემიერლიგა კი ჩემგან შორს იყო, რადგან მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლივერპული“ დავტოვე. ვიცოდი, გერმანიაში ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელები არიან, აქ მათი არ ეშინიათ, მუშაობის საშუალებას აძლევენ.
„ბაიერი“? ვგრძნობდი, თუ ცოტა გამომივიდოდა, შემდეგ გავაუმჯობესებდი ყველაფერს, მოტივაციის საკითხი იყო, გუნდში დიდი პოტენციალი დავინახე. ეს გამოწვევა გახლდათ. საფუძვლებიდან დავიწყეთ მშენებლობა. ახლა კი ხალხი გრძნობს, რომ რაღაც კარგი იქმნება“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Marca.
როგორც ფეხბურთელი, ალონსო მიუნხენის „ბაიერნში“ სამი წლის განმავლობაში თამაშობდა (2014 წლიდან 2017 წლამდე). გუნდთან ერთად მან სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ასევე თითოჯერ გერმანიის თასი და სუპერთასი.
ალონსო ლევერკუზენის „ბაიერს“ 2022 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს. 13 ტურის შემდეგ გუნდი 35 ქულით ბუნდესლიგას ლიდერობს. 32-ქულიანი „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა.