ფეხბურთი

14:52 | 7.12.2023 | ნანახია 410 - ჯერ

მადრიდის „რეალმა" ენდრიკს ბრაზილიის ჩემპიონობა მიულოცა

მადრიდის „რეალმა" „პალმეირასის" 17 წლის თავდამსხმელ ენდრიკს ბრაზილიის სერია A-ში გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ ზედიზედ მეორე გამარჯვებას ბრაზილიის ჩემპიონატში! ბოლო მატჩში შენი გოლი „პალმეირასს“ დაეხმარა დამსახურებული ტიტულის მოპოვებაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ შენით!" - წერია „რეალის“ ოფიციალურ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკმა ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „კრუზეირუს“ გოლი გაუტანა. თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა, რაც საკმარისი გამოდგა „პალმეირასის“ ჩემპიონობისთვის.

ენდრიკმა ბრაზილიის სერია A-ში სეზონი 11 გოლით დაასრულა. მათი უმეტესობა მან ტურნირის ფინალურ მონაკვეთში გაიტანა: ექვსი გოლი ბოლო რვა მატჩში. გარდა ამისა, ენდრიკი გახდა ისტორიაში მეორე 17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

ენდრიკი „რეალს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება. მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდება. „სამეფო კლუბთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:35 | 07.12.2023
datomadridi (39)

ეს ძალიან მაგარი მოდის რეალში,მბაპეც მოაყოლოს პერესმა და გადავიდოთ ფეხი ფეხზე მადრიდისტებმა მერე ტიტულების თვლაში

0.131403