ფეხბურთი

14:23 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდმა 2016 წლიდან მოყოლებული 75 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც პრემიერლიგაში მესამე შედეგია

მას შემდეგ, რაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ლივერპულში 2016 წლის ოქტომბერში პირველად ითამაშა, პრემიერლიგის მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეასრულა მეტი საგოლე გადაცემა, ვიდრე „წითლების“ მცველმა.

25 წლის ინგლისელს 75 საგოლე გადაცემა მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით ლიდერი 2016 წლის შემოდგომიდან დღემდე არის „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი. მის ანგარიშზე 129 საგოლე გადაცემაა. მორე ადგილზეა ლივერპულის ფორვარდი მოჰამედ სალაჰი (80 პასი).

ალექსანდერ-არნოლდი მერსისაიდელების აკადემიის აღზრდილია. გასულ ზაფხულს 25 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანად დაინიშნა. ამ სეზონში პრემიერლიგის 15 ტურის შემდეგ, წითლები მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩებიან.

0.254053