ფეხბურთი

12:38 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბრაიტონმა“ 88 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა

„ბრაიტონი“ დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის 15-ვე მატჩში გაიტანა და გაუშვა გოლი - გვამცნობს Squawka.

ბოლო კლუბი, რომელსაც ასეთი შედეგი ჰქონდა „ვულვერჰემპტონი“ გახლდათ, 1934/1935 წლების სეზონში.

15 ტურის შემდეგ „ბრაიტონი“ პრემიერლიგის ცხრილში 25 ქულით მერვე ადგილზეა. დე ძერბის გუნდის გოლების სხვაობაა +5 (32 გატანილი, 27 გაშვებული).

დე ძერბი „ბრაიტონს“ 2022 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გასულ სეზონში გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და კლუბის ისტორიაში პირველად მოხვდა ევროთასებზე.

თეგებიბრაიტონი
0.116859